14:45 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიამ ლატვია დაამარცხა

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ერთმანეთს გერმანიისა და ლატვიის ნაკრებები შეხვდნენ. 81:79 გერმანელებმა გაიმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ გერმანია მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე +10 ბურთის სხვაობით ლიდერობდა. ამის მიუხედავად, ლატვიელებმა შეძლეს ანგარიშში სხვაობის ორ ქულამდე შემცირება. გუნდის ლიდერმა, დევის ბერტანსმა, დასრულებამდე ოთხი წამით ადრე სამქულიანი ესროლა, მაგრამ ააცილა.

შეხვედრის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე არტურ ჟაგარი გახდა, რომელმაც 24 ქულა მოაგროვა. გერმანიის ნაკრების ლიდერმა ფრანც ვაგნერმა, 16 ქულა მიითვალა.

ნახევარფინალში გერმანია აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც გუშინ იტალიელებს დამაჯერებლად მოუგო (100:63).

0.12637