ფეხბურთი

13:50 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ქალთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი მწვრთნელი ჰყავს

ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციამ ესპანეთის ქალთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად მონცე ტომე დანიშნა. ის გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა - გვამცნობს ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, ადრე ტომე ხორხე ვილდას სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო. სწორედ ამ გოგონას მოეფერა ესპანეთის ქალთა ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მკერდზე საჯაროდ, რამაც სოციალურ ქსელებში მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ მუნდიალის მოგების შემდეგ ესპანეთის ნაკრებში მწვრთნელის შეცვლა ლუის რუბიალესთან სკანდალმა გამოიწვია. ახლა სექსისტურ სკანდალში მოხვედრილი ფუნქციონერის ყველა მხარდამჭერს აშორებენ გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ლუის რუბიალესი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სექსისტურ სკანდალში მოექცა. ფუნქციონერმა ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს ვნებიანად აკოცა ტუჩებში.

სოციალურ ქსელებში ამ ეპიზოდის კომენტირებისას ერმოსომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ მოსწონდა ის, რაც რუბიალესმა გააკეთა. ინციდენტმა საფეხბურთო საზოგადოებაში მწვავე დებატები გამოიწვია. თავად რუბიალესმა განაცხადა, რომ „ეს იყო მომენტი, როდესაც ორი მეგობარი გამარჯვებას ზეიმობდა."

0.100472