ფეხბურთი

11:33 | 6.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ის შემდეგ საუთგეიტი ინგლისის ნაკრებში შეიძლება გვარდიოლამ შეცვალოს

ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნას განიხილავს.

Daily Mail-ს ცნობით, ინგლისში გარეთ საუთგეიტის შემცვლელად ევრო 2024-ის შემდეგ ესპანელ სპეციალისტსაც განიხილავენ, რომელიც ჯერჯერობით, „მანჩესტერ სიტიდან“ წასვლას არ აპირებს.

საუთგეიტი ინგლისის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს, მას სამსახურს მხოლოდ ჩემპიონობა თუ შეუნარჩუნებს. მემკვიდრეთა შორის კი გვარდიოლაც დაასახელეს, თუმცა, ჯერჯერობით, დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლას კარიერაში „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტიში“ უმუშავია, რომელსაც 2016 წლიდან ავარჯიშებს.

0.114613