„ალ-იტიფაქის“ ფეხბურთელმა ჯორდან ჰენდერსონმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში ფულის გამო არ გადასულა.
სათამაშო პრაქტიკა და სტივენ ჯერარდი - ეს არის მიზეზები, რის გამოც ინგლისელმა ფეხბურთელმა კარიერის „ალ-იტიფაქში“ გაგრძელება გადაწყვიტა.
„იურგენთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მივხვდი, რომ ბევრი სათამაშო დრო არ მექნებოდა, რადგან ჩემს პოზიციაზე გუნდში ახალი ფეხბურთელები მოდიოდნენ. ვიცოდი, რომ ჯერარდს ძალიან უნდოდა ჩემი დამატება, ხალხს შეუძლია დამიჯეროს ან არ დამიჯეროს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ფული არასოდეს ყოფილა მოტივაცია. ცხადია, ეკონომიკური შეთანხმებისთვის უნდა მიგვეღწია, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი არ იყო, საუდის არაბეთში გადასვლის შესაძლებლობა მაშინ გაჩნდა, როდესაც ფულზე საუბარი არც კი ყოფილა“, - თქვა ჰენდერსონმა.