ფეხბურთი

15:48 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მილანმა“ და „ინტერმა“ სერია A-ს ისტორიაში მეორედ მოიგეს პირველი სამი თამაში

იტალიურმა თანაქალაქელმა გუნდებმა „მილანმა“ და „ინტერმა,“ სერია A-ს ისტორიაში მეორედ მოიგეს სამი გახსნითი მატჩი - წერს ტვიტერში სტატისტუკური პორტალი OptaPaolo.

ბოლო შემთხვევა, როდესაც „როსონერებმა“ და „გველებმა“ იტალიის ჩემპიონატის პირველ სამ თამაშში გაიმარჯვეს, 1971/1972 წლების სეზონში მოხდა.

ახლა ორივემ მაქსიმალური 9 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, თუმცა ბურთების უკეთსი ბალანსის წყალობით, ლიდერი „ინტერია.“

შემდეგ ტურში მილანური კლუბები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩი შაბათს, 16 სექტემბერს, ჯუზეპე მეაცას სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112278