ფეხბურთი

13:41 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიის ნაკრებს შეუერთდა

„ალ-ნასრის“ თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, თავისი ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბანაკსი გამოჩნდა.

„კარგია შინ დაბრუნება! მაქსიმალური მოტივაცია და სრული ფოკუსირება მომავალ ორ თამაშზე ევრო 2024-ის გზაზე!” - დაწერა რონალდუმ ტვიტერში.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში პორტუგალიის ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 8 სექტემბერს რობერტო მარტინესის გუნდი სლოვაკეთს შეხვდება. შემდეგ ისინი 11 სექტემბერს ლუქსემბურგს დაუპირისპირდებიან.

ამ დროისთვის რონალდუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ხუთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112639