ფეხბურთი

1:27 | 5.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

იანიკ ფერეირა-კარასკო საუდის არაბეთში გადავიდა

ბელგიის ნაკრების ფეხბურთელი იანიკ ფერეირა-კარასკო „ალ-შაბაბში“ გადავიდა. არაბულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

30 წლის ნახევარმცველმა „ალ-შაბაბთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ კი 15 მილიონი ევრო მიიღო.

კარასკომ კარიერა „მონაკოში“ დაიწყო და სახელიც იქ გაითქვა, შემდეგ იყო „ატლეტიკოში“, ხოლო 2018-2019 წლებში ჩინურ „დალიანში“ ითამაშა. ის ევროპაში დაბრუნდა და ისევ „ატლეტიკოში“ ჩაირიცხა, რომლის ღირსებას დღემდე იცავდა, მაგრამ საბოლოოდ, მანაც საუდის არაბეთში გადასვლა გადაწყვიტა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124133