ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ფეხბურთელი ფილიპე კოუტინიო კარიერას კატარში გააგრძელებს.
ბრიტანული მედიის ცნობით, ბრაზილიელი ძალიან ახლოსაა „ალ-დუჰაილში“ გადასვლასთან. ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხარეები ბოლო დეტალებზე მუშაობენ.
კოუტინიო რომ მიდის, ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმაც დაადასტურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია.
ფილიპე კოუტინიოს „ვასკო და გამაში“, „ინტერში“, „ესპანიოლში“, „ლივერპულში“, „ბარსელონაში“, „ბაიერნსა“ და „ასტონ ვილაში“ აქვს ნათამაშები, ბრაზილიის ნაკრებში კი 68 მატჩში 21 გოლი გაიტანა.