ფეხბურთი

16:00 | 4.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისმა" ხარაიშვილთან საიჯარო ხელშეკრულება გაახანგრძლივა

დინამო თბილისსა და ბუდაპეშტის ფერენცვაროშის შორის გიორგი ხარაიშვილის იჯარასთან დაკავშირებით მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ქართველი ნახევარმცველი თბილისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.

​გიორგი ხარაიშვილი დინამო თბილისს 2023 წელს შეუერთდა, ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა ლურჯ-თეთრების რიგებში 25 მატჩი გამართა. მის ანგარიშზე ოთხი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.

0.137749