„ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა ნეიმარმა ლიონელ მესიზე ისაუბრა. როგორც მან O Globo-ს უთხრა, მან და მესიმ „პარი სენ-ჟერმენში“ ჯოჯოხეთი გაიარეს.
„მესი არგენტინასთან ერთად სამოთხეში მოხვდა, პსჟ-ში კი ჯოჯოხეთში. მან პარიზში ჯოჯოხეთი გაიარა, მეც და მანაც ჯოჯოხეთი გავიარეთ. გვინდოდა, ისტორია ერთად კიდევ ერთხელ დაგვეწერა, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა. მესი არ იმსახურებდა პსჟ-დან ასე წასვლას, ვინც მას იცნობს, იცის, რომ ის არის ბიჭი, რომელიც ბევრს შრომობს. თუ წააგებს, გაბრაზებულია, ვფიქრობ, რომ უსამართლოდ მოექცნენ“, - თქვა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ მესიმ და ნეიმარმა პსჟ დატოვებს. არგენტინელი „ინტერ მაიამიში“ გადავიდა, ხოლო ბრაზილიელი „ალ-ჰილალში“.