ფეხბურთი

21:36 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "მანჩესტერს" ბოლოსკენ აჯობა

ინგლისის პრემიერლიგის მეოთხე ტურში ლონდონის „არსენალმა“ ცენტრალურ მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედი“ 3:1 დაამარცხა.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 27-ე წუთზე მარკუს რაშფორდის გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმართა სიხარული ერთ წუთსაც არ გაგრძელებულა, რადგან მალევე მარტინ ოდეგორმა ანგარიში გაათანაბრა.

თამაშიც 1:1-სკენ მიდიოდა, მაგრამ მსაჯის 96-ე და 101-ე წუთებზე „მეთოფეებმა“ „წითელ ეშმაკებს“ ორი გოლი გაუტანეს. ჯერ დეკლან რაისმა შეაგდო, მერე გაბრიელ ჟეზუშმა საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„არსენალს“ 10 ქულა აქვს, „მანჩესტერმა“ კი ოთხ ტურში მხოლოდ 6 ქულის დაგროვება მოახერხა. მომდევნო ტურში ლონდონელები „ევერტონს“ ესტუმრებიან, ხოლო მანჩესტერელები „ბრაიტონს“ უმასპინძლებენ.

„ლივერპულმა“ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ იოლად, 3:0 აჯობა. მატჩის ბედი საწყის 22 წუთში გადაწყდა, როდესაც დომინიკ შობოშლაიმ გაიტანა, ხოლო მეტი კეშმა ავტოგოლი მიითვალა. მეორე ტაიმის დასაწყისში საბოლოო ანგარიში მოჰამედ სალაჰმა დააფიქსირა. „ლივერპულს“ ოთხ ტურში 10 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 16 სექტემბერს, „ვულვზს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110715