შვეიცარიის სუპერლიგაში გაბრიელ სიგუამ სადებიუტო გოლი გაიტანა. მეექვსე ტურში „ბაზელი“ „ციურიხთან“ მარცხისგან სწორედ 18 წლის ქართველმა იხსნა.
გაბრიელი თამაშში 70-ე წუთზე ჩაერთო, როდესაც „ბაზელი“ უიმედოდ, 0:2-ს აგებდა. თუმცა, მასპინძლებმა ქულა მაინც მოიპოვეს. სიგუამ თავი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ახლო მანძილიდან გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში.
სიგუას „ბაზელში“ 3 მატჩი აქვს ჩატარებული და უკვე გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა (თასზე).
„ბაზელს“ 5 მატჩში 4 ქულა აქვს და მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 24 სექტემბერს, სტუმრად „ივერდონს“ დაუპირისპირდება.