სხვა

15:53 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილის ვერცხლი და ირმა ხეცურიანის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

სამხრეთ კორეაში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარა ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი და ირმა ხეცურიანმა ბრინჯაო მოიპოვა.

პარა ფარიკაობაში ბუსანში მიმდინარე ტურნირზე, ხმლით ასპარეზობაში თიბილაშვილმა მეოთხედფინალში მოუგო იაპონელ შინო კავაის ანგარიშით 15:6, ნახევარფინალში დაამარცხა იტალიელი ლორენადა ტრიჯილიასი 15:7, ფინალში ბრძოლა დათმო პოლონელ კინგა დროჟდთან ანგარიშით 15:9 და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, ამავე ტურნირზე ნინა თიბილაშვილმა რაპირით ასპარეზობაში ბრინჯაოს მედალი აიღო.

დღესვე, ირმა ხეცურიანმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხეცურიანმა მერვედფინალში კორეელი პარამოფარიკავე დაამარცხა ანგარიშით 15:2 , მეოთხედფინალში უკრაინელ მოწინააღმდეგესთან 15:14 იმარჯვა, ნახევარფინალში უნგრელ მეცო ბოლგარკასთან ანგარიშით 9:15 დათმო ბრძოლა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

0.123468