ფეხბურთი

11:49 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვეინალდუმი საუდის არაბეთში გადავიდა

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი კარიერას „ალ-იტიფაქში“ გააგრძელებს. მან არაბულ კლუბთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ვეინალდუმის სანაცვლოდ „პარი სენ-ჟერმენმა“ 8 მილიონი ევრო მიიღო. ფეხბურთელმა 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. „ალ-იტიფაქის“ მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდია.

ჯინი ვეინალდუმმა კარიერა „ფეიენოორდში“ დაიწყო, შემდეგ კი პსვ-ში, „ნიუკასლ იუნაიტედში“, „ლივერპულში“, პსჟ-სა და „რომაში“ ითამაშა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 90 შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი.

0.115694