რაგბი

12:20 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ჯარი მე-5 ადგილისთვის ავსტრალიას შეხვდება

ქართულმა ჯარმა საფრანგეთში მიმდინარე შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასის მეოთხე მატჩში ტონგა 47-18 დაამარცხა და 9 სექტემბერს მე-5 ადგილისთვის ითამაშებს.

ალაფის ნახევარფინალში ქართველები ზედიზედ მეორედ შეხვდნენ ტონგას. ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენმა გუნდმა მეტოქე 67-0 დაამარცხა. წინა მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა შემადგენლობაში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელეს. კუნძულელებმა ამჯერად უკეთ ითამაშეს და 18 ქულის აღება მოახერხეს, თუმცა ქართულ ჯართან მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდნენ.

ლევან ობოლაძის შეგირდები მე-5 ადგილისთვის ავსტრალიას ერკინებიან, რომელმაც ნახევარფინალში ირლანდიას 52-13 სძლია. ჯგუფურ ეტაპზე ავსტრალიამ იაპონია (81-0) და ნიდერლანდები (102-0) მშრალზე დატოვა, საფრანგეთთან კი 8-31 დამარცხდა.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი საფრანგეთი. 2 სექტემბერი საქართველო – ტონგა 47:18 საქართველო

ხაზი: 15. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 14. საბა ილურიძე, 13. საბა დათიაშვილი, 12. თაიგ სქური, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. სანდრო ნახუცრიშვილი;

შერკინება: 1. ნიკა სვიმონიშვილი, 2. გელა მახარაშვილი, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. ლევან რატიანი, 5. გიგა კაციტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ისმაილ მარსაგიშვილი, 8. თორნიკე ზოიძე.

მარქაფა: 16. შოთა ჭიჭინაძე, 17. ზურაბ სულაკაძე, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიორგი შუკაკიძე, 20. თენგო გიგოლაშვილი, 21. ირაკლი ხაბულიანი, 22. ბექა მაჭარაშვილი, 23. გიგლა ბობოხიძე.

RUGBY.GE

0.107533