ფეხბურთი

0:17 | 3.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ავსტრიის ბუნდესლიგაში (+VIDEO)

ავსტრიის ბუნდესლიგის მეექვსე ტურში ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა.

გრაცის „შტურმმა“ ქართველი ნახევარმცველის შესანიშნავი თამაშის წყალობით „ალტახი“ სტუმრად 2:1 დაამარცხა. ოთარმა ანგარიში 62-ე წუთზე გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოჰამედ ფუსეინის გამარჯვების გოლის გატანაში დაეხმარა. ეს კიტეიშვილის პირველი შედეგიანი მოქმედებები იყო მიმდინარე სეზონში და საქართველოს ნაკრებში ბრწყინვალე განწყობაზე მოდის.

„შტურმი“ 16 ქულით ლიდერია ავსტრიის ბუნდესლიგაში, მომდევნო ტურში კი 16 სექტემბერს, „ზალბურგს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115078