ფეხბურთი

18:27 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "ბრწყინვალე სატრანსფერო ფანჯარა გქვონდა, უკეთესი ძნელად წარმოსადგენია"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დახურული სატრანსფერო ფანჯარა შეაფასა და განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია.

როგორც ესპანელმა აღნიშნა, სატრანსფერო ბაზარზე უფრო უკეთ მუშაობა ძნელად წარმოსადგენია.

„ძალიან კმაყოფილი ვარ, ბრწყინვალე სატრანსფერო ბაზარი გვქონდა, მადლობას ვუხდი პრეზიდენტს და ლუიშ კამპოშს გაწეული სამუშაოსთვის. ძნელია უკეთესად სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა. ჩემი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს. ახლა ფეხბურთელების და სამწვრთნელო შტაბის ჯერია ხელმძღვანელობის ნდობის მოსაპოვებლად“, - თქვა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს „აინტრახტიდან“ 90 მილიონ ევროდ რანდალ კოლო მუანი დაიმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110826