ფეხბურთი

17:03 | 2.09.2023 | ნანახია 260 - ჯერ

ვეინალდუმი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს.

მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და 3-წლიან კონტრაქტს „ალ-იტიფაქთან“ გააფორმებს, რომელსაც სტივენ ჯერარდი ავარჯიშებს. ეს ტრანსფერი არაბულ კლუბს 10 მილიონი ევრო დაუჯდება. სწორედ ამ თანხას მიიღებს „პარი სენ-ჟერმენი“.

ვეინალდუმმა გასული სეზონი იჯარით „რომაში“ გაატარა, სადაც 23 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ნიუკასლსა“ და „ლივერპულში“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.116932