სხვა

14:13 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნინა თიბილაშვილის ბრინჯაო მსოფლიო თასზე

კორეაში, ქალაქ ბუსანში მიმდინარე (2-5 სექტემბერი) მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა გუნდმა წარმატებული სტარტი აიღო.

ქართველი პარამოფარიკავეები მიმდინარე ტურნირზე ორ დისციპლინაში გამოდიან. (რაპირა, ხმალი). დღეს, ნინა თიბილაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში, რაპირაში, ჩვენს ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუტანა.

თიბილაშვილმა მერვედფინალში თურქ მოწინააღმდეგეს ანგარიშით 15:6 მოუგო, მეოთხედფინალში იტალიელი ტრიჯილიასი 15:7 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ბრძოლა იტალიელ ანდრეა მოგოსთან 15:7 დათმო და შეჯიბრი მესამე ადგილზე დაასრულა.

0.126278