ფეხბურთი

1:31 | 2.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" ორი ჟოაო...

„ბარსელონამ“ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები, ჟოაო კანსელუ და ჟოაო ფელიქსი დაიმატა.

ორივე მოთამაშე ესპანურ გრანდს იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე შეუერთდა, მაგრამ კატალონელებს მათი გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ.

ჟოაო ფელიქსმა კარიერა „ბენფიკაში“ დაიწყო, 2019 წლიდან კი „ატლეტიკოში“ 131 მატჩში 34 გოლი გაიტანა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მან იჯარით „ჩელსიში“ გაატარა, სადაც 20 თამაშში თავი ოთხჯერ გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ფელიქსი „ბარსაში“ 14-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჟოაო კანსელუც „ბენფიკას“ აღზრდილია, შემდეგ იყო „ვალენსიაში“, „ინტერსა“ და „იუვენტუსში“, 2019 წლიდან კი „მანჩესტერ სიტიში“ 154 თამაშში თავი 9-ჯერ გამოიჩინა. გასული სეზონის მეორე ნახევარი მანაც იჯარით გაატარა, ოღონდ „ბაიერნში“, სადაც 21 მატჩში გოლი ერთხელ გაიტანა. ის "ბარსელონაში" 2 ნომრით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117577