„ბარსელონას“ მცველი კლემენ ლენგლე კარიერას „ასტონ ვილაში“ გააგრძელებს. ბირმინგემულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგი ფეხბურთელი „ასტონ ვილაში“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა. ლენგლე გასულ სეზონშიც პრემიერლიგაში თამაშობდა, „ტოტენჰემში“ იჯარით, სადაც 35 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.
28 წლის მცველს ასევე უთამაშია „ნანსისა“ და „სევილიაში“, ხოლო საფრანგეთის ნაკრებში 15 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.