„მანჩესტერ სიტიმ“ „ვულვზიდან“ მათეუშ ნუნიეში დაიმატა. ტრანსფერი „ქალაქელებმა“ ოფიციალურად დაადასტურეს.
ნუნიეშმა „სიტისთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა და გუნდში 27-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. 25 წლის ფეხბურთელმა ტრავმირებული კევინ დე ბრუინი უნდა შეცვალოს.
არაოფიციალური ინფორმაციით, პორტუგალიელი „მანჩესტერ სიტიმ“ 55 მილიონ ევროდ შეიძინა.
გასულ სეზონში მათეუშ ნუნიეშმა „ვულვზში“ 41 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.