ფეხბურთი

20:15 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მეცის" მწვრთნელი: "მიქაუტაძემ ჩემი სულის პატარა ნაწილიც წაიღო, მისი შეცვლა შეუძლებელია"

ფრანგული „მეცის“ მთავარმა მწვრთნელმა ლაშლო ბოლონიმ „აიაქსში“ გიორგი მიქაუტაძის გადასვლის შესახებ ისაუბრა. როგორც რუმინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ამისთვის ისინი მზად იყვნენ, გიორგიმ კი „აიაქსის“ დარ დიდ კლუბში გადასვლა დაიმსახურა.

„როდესაც მისნაირი ფეხბურთელი მიდის, მას შენი სულის პატარა ნაწილიც მიაქვს. ცოტა სევდაა, მიუხედავად იმისა, რომ ვამაყობთ კიდეც. საკმარისად დიდი ხანია ფეხბურთში ვარ, რომ ეს ყველაფერი გავიგო და ყველა ჩემს ფეხბურთელს ვუსურვებ, რომ მასავით წავიდეს. ის ტოვებს სიცარიელეს, რომლის შევსებას მალე ვეცდებით, მაგრამ ასეთი მოთამაშის პოვნა რთულია, ჩემი აზრით, შეუძლებელიც კი. ასე რომ, სხვა მოთამაშეებთან ვიმუშავებთ. ჟორჟის წასასვლელად მომზადებული ვიყავით, გასული სეზონის ბოლოდან ვიცოდით, რომ მისი შენარჩუნების მცირე შანსი იყო. სამწუხაროა, მაგრამ ძალიან გვიხარია მის გამო, რადგან ის ძალიან დიდ კლუბში წავიდა და ამას იმსახურებს“, - თქვა ბოლონიმ.

გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა. მას „მეცის“ მაისურით მთლიანობაში 44 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი, 10-ჯერ კი საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ბელგიურ „სერენში“ 57 მატჩში თავი 36 გოლით და 4 საგოლე პასით გამოიჩინა, ხოლო საქართველოს ნაკრებში გიორგის აქტივში 15 მატჩი და 4 გოლია.

მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისური მოირგო, ხოლო ტრანსფერის ღირებულებამ 16 მილიონი ევრო, პლუს ბონუსად 3 მილიონი შეადგინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117997