რაგბი

19:39 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები საფრანგეთში ჩავიდნენ

ბორჯღალოსნები საფრანგეთში, ილ დე ღეს რეგიონში ჩავიდნენ, სადაც მსოფლიო თასის მსვლელობისას ივარჯიშებენ და პარიზში, ტულუზში, ბორდოსა და ნანტში თამაშებამდე ორი დღით ადრე ჩავლენ.

ილ დე ღეს რეგიონის მერიამ ბორჯღალოსნებს ტრადიციული მიღების ცერემონია მოუწყო. ქართველ მორაგბეებს სიტყვით მიმართეს რეგიონის მერმა და მსოფლიო რაგბის წარმომადგენელმა ჯონი ჯეფრიმ. თავის მხრივ, ლევან მაისაშვილმა მასპინძლებს მადლობა გადაუხადა, რის შემდეგაც მორაგბეებს 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეებისათვის განკუთვნილი კეპები და მედლები გადაეცათ.

მსოფლიო თასის გახსნითი მატჩი 8 სექტემბერს გაიმართება და მასში მასპინძელი საფრანგეთი ახალ ზელანდიას ჩვენი დროით 23:15 საათზე „სენ დენიზე“ ეთამაშება. საქართველო იმავე „სენ დენიზე“ ავსტრალიას, 9 სექტემბერს 20 საათზე შეერკინება.

2023 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებენ

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), ლუკა ნიორაძე (ორიაკი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლაშა ჯაიანი (ნევერი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), ბექა საღინაძე (ლიონი), ბექა გორგაძე (პო), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გელა აფრასიძე (ბეიონი), თენგიზ პერანიძე (შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), დემურ თაფლაძე (შავი ლომი), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი).

RUGBY.GE

0.121435