ფეხბურთი

13:54 | 1.09.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლეონარდო ბონუჩი ბუნდესლიგაში გადავიდა

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ლეონარდო ბონუჩი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

36 წლის ფეხბურთელმა „უნიონ ბერლინთან“ 1+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს. მან ბერლინურ კლუბში 23-ნომრიანი მაისური მოირგო. ლეონარდო "იუვენტუსს" ტრანსფერზე ჰყავდა დაყენებული, რადგან "ბებერი ქალბატონის" გეგმებში აღარ შედიოდა.

ლეონარდო ბონუჩიმ „პიზაში“, „ტრევიზოსა“ და „ბარიში“ ითამაშა, 2017-2018 წლების სეზონში „მილანის“ წევრი იყო, ხოლო 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ გაატარა კარიერის საუკეთესო პერიოდი. ტურინულ გრანდში მან 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 18 ტიტული მოიგო. ბონუჩიზე მეტჯერ „იუვეს“ მაისური ისტორიაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩაუცვამს. "უნიონ ბერლინი" გასულ სეზონში ბუნდესლიგის ოთხეულში მოხვდა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111543