ფეხბურთი

17:17 | 31.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი ბუნდესლიგაში ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი კარიერას „უნიონ ბერლინში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ფაბრიციო რომანო იტყობინება.

ბონუჩი „იუვენტუსმა“ ტრანსფერზე დააყენა და კლუბის გეგმებში აღარ შედის. ამიტომაც, 36 წლის მცველი დღეს ბერლინში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „უნიონთან“ 1+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მისი ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება.

ლეონარდო ბონუჩიმ „პიზაში“, „ტრევიზოსა“ და „ბარიში“ ითამაშა, 2017-2018 წლების სეზონში „მილანის“ წევრი იყო, ხოლო 2010-2017 და 2018-2023 წლებში „იუვენტუსში“ გაატარა კარიერის საუკეთესო პერიოდი. ტურინულ გრანდში მან 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 18 ტიტული მოიგო. ბონუჩიზე მეტჯერ „იუვეს“ მაისური ისტორიაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს ჩაუცვამს. "უნიონ ბერლინი" გასულ სეზონში ბუნდესლიგის ოთხეულში მოხვდა, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11123