საუდური კლუბი „ალ-შაბაბი,“ მოლაპარაკებებს აწარმოებს მადრიდის „ატლეტიკოსთან,“ ნახევარმცველ იანიკ ფერეირა კარასკოს ტრანსფერის თაობაზე - წერს ტვიტრზე ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
წყაროს ცნობით, 29 წლის ბელგიელი საუდელებთან უკვე შეთანხმებულია და „ალ-შაბაბში“ გადასვლა თავადაც სურს, თუმცა „ატლეტიკო“ ფეხბურთელში დიდ თანხას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფეხბურთელს ამ სატრანსფერო ფანჯარისას არ გაუშვებენ.
გასულ სეზონში კარასკომ პრიმერა დივიზინში 35 მატჩი ჩაატარა შვიდი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. კარასკო „ატლეტიკოში“ 2020 წლიდან თამაშობს.