ფეხბურთი

23:40 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ინტერმა" პავარი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ საფრანგეთის ნაკრების მცველი ბენჟამინ პავარი დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

პავარმა „ნერაძურისთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, ხოლო „ბაიერნმა“ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.

ბენჟამინ პავარი „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 163 მატჩში 12 გოლი გაიტანა, მანამდე ის „ლილის“ და „შტუტგარტის“ წევრი იყო.

0.111352