ფეხბურთი

18:42 | 30.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"აიაქსის" მწვრთნელი: "მიქაუტაძე ყველა პოზიციიდან კარში ურტყამს, მაგრამ ეს გარანტია არ არის"

ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა მორის სტეინმა გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ის ყველა პოზიციიდან კარში ურტყამს და ბომბარდირია, ამიტომ მისი სჯერა.

„ის განსაკუთრებით კარგია გოლების გატანაში. ეს ჩვენ მანამდეც ვნახეთ ვიდეოებით და ახლა უკვე ვარჯიშზეც. ის ყველა კუთხიდან კარში ურტყამს. ეს არ არის გარანტია, მაგრამ მისი ძალიან მჯერა. სასიამოვნოა, რომ მას რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია, თუმცა თავდამსხმელია, ის ბომბარდირია. რამდენიმე თვეში შეგვეძლება შეფასება შეცვლის თუ არა, კუდუსს, მას ადაპტაცია მოუწევს, განსხვავებული ტიპის ფეხბურთელია, მას უკვე ბევრი გოლი და საგოლე პასი აქვს კარიერაში, მაგრამ საკითხავია, ამ დონეზე თამაშს უმალვე მოახერხებს თუ არა“, - თქვა სტეინმა.

„აიაქსი“ ევროპა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში 31 აგვისტოს, „ლუდოგორეცს“ უმასპინძლებს, რომელსაც სტუმრად 4:1 მოუგო. მიქაუტაძის დებიუტს კი, 3 სექტემბერს, „ფორტუნა სიტარდთან“ საგარეო შეხვედრაში უნდა ველოდოთ. მან დღეს გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „აიაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 19-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „მეცმა“ ქართველ ფორვარდში 16 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 3 მილიონი ბონუსის სახით დაემატება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122597