ივა გელაშვილი დებიუტის მოლოდინშია. ქართველი მცველი რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სათამაშოდ მზადაა.
„სპეცია“ სერია B-ს მესამე ტურში „კატანძაროს“ ესტუმრება, ივა კი, გაფართოებულ განაცხადშია. გაირკვა ისიც, რომ ქართველი ფეხბურთელი იტალიურ კლუბში 33-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ივა გელაშვილი „სპეციას“ ერთწლიანი იჯარით და გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა, თუ ლიგურიელები სერია A-ში გადავლენ. „კატანძაროსა“ და „სპეციას“ მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.