სხვა

15:41 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ხელბურთელი ლეგიონერების წარმატებული სტარტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „გუმერსბახის“ მოთამაშე გიორგი ცხოვრებაძემ გუნდთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი მატჩი მოიგო.

მისმა გუნდმა პირველ ტურში „ლემგოს“ უმანსპინძლა და 30:27 დაამარცხა. ცხოვრებაძემ მატჩში თავი 2 გოლით და საგოლე გადაცემებით გამოიჩინა.

ასევე პირველი შეხვედრა მოიგო რუმინეთის სუპერლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ტურდა“ მოთამაშე ირაკლი კბილაშვილმა.

მისმა გუნდმა პირველ ტურში „ვასლუის“ უმანსპინძლა და 38:31 დაამარცხა. კბილაშვილი მატჩში 3 გოლითა და საგოლე გადაცემებით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

0.11359