საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „ორიდის“ მოთამაშე თეიმურაზ ორჯონიკიძემ გუნდთან ერთად ანდონოვსკის ტურნირზე ითამაშა.
მისმა გუნდმა ტურნირის III-IV ადგილებისთვის მატჩში „ტატრან პრეშოვთან“ პენალტების სერიაში 33:32 წააგო.
თემომ მატჩში 8 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ტურნირში ასევე მონაწილეობდა მირიან გავაშელიშვილის გუნდი, რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.
საქართველოს ხელბურთის ფედერაცია