ფიფა ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ლუის რუბიალესის წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას აპირებს.
Daily Mail-ის ცნობით, ფიფას სურს რუბიალესი 15 წლით მოკვეთოს ნებისმიერი საფეხბურთო აქტივობიდან. აღნიშნულია, რომ ეს არის მაქსიმალური დასაშვები პერიოდი ყოფილი ხელმძღვანელისთვის, ესპანელი ფეხბურთელის, ჯენიფერ ერმოსოს კოცნის გამო.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ დისციპლინური გამოძიების დაწყების შემდეგ რუბიალესს 90 დღით შეუჩერა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.
ამასთან, ფუნქციონერის აკრძალვა კოცნას კი არ უკავშირდება, არამედ უცენზურო ჟესტს - მსოფლიო ჩემპიონების დაჯილდოებისას რუბიალესმა ესპანეთის დედოფლის, ლეტიციასა და მისი ქალიშვილის, სოფიას თვალწინ საზარდულზე მოიკიდა ხელი. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა ამ ჟესტისთვის.