ფეხბურთი

1:23 | 29.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სპეციას" მწვრთნელი: "გელაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვენდობი მას, ვინც გუნდში მოიყვანა"

„სპეციას“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალვინიმ ივა გელაშვილის შესახებ ისაუბრა. „კატანძაროსთან“ მატჩის წინ მას ქართველ მცველზე დაუსვეს შეკითხვა, რაზეც ძალიან მოკლე პასუხი გასცა.

„გელაშვილს არ ვიცნობდი, მაგრამ ვენდობი მას, ვინც გუნდში მოიყვანა“, - აღნიშნა ალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი „სპეციას“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. ლიგურიელები 30 აგვისტოს, სერია B-ს მეორე ტურში „კატანძაროს“ ესტუმრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110829