„ალ-იტიჰადის“ თავდამსხმელმა კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ტრავმა მიიღო.
ფრანგი ფეხბურთელი „ალ-ვეჰდასთან“ პირველივე ტაიმში დაშავდა და მოედნის დატოვება მოუწია. ჯერჯერობით, უცნობია, რამდენად სერიოზულია ვეტერანი ფორვარდის დაზიანება.
ბენზემამ საუდი პრო ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. „ალ-იტიჰადმა“ „ალ-ვეჰდა“ 3:0 დაამარცხა.