ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლუის რუბიალესის წინააღმდეგ ესპანეთის პროკურატურამ საქმე აღძრა. ამის შესახებ ინფორმაციას Marca ავრცელებს.
წყაროს თანახმად, რუბიალესს ბრალი ესპანეთის ქალთა ნაკრების ფეხბურთელის, ჯენი ჰერმოსოს სექსუალურ შევიწროებაში ედება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
რუბიალესმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიაზე ჰერმოსოს ტუჩებში აკოცა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ლუისს ფიფამ საქმიანობა 3 თვითაც შეუჩერა, თუმცა ის თანამდებობას არ ტოვებს.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუბიალესის დედა ეკლესიაში ჩაიკეტა და შიმშილობა დაიწყო, თავისი შვილის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის პროტესტის ნიშნად.