ფეხბურთი

22:41 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიუნეში საზონოვზე არველაძეს ესაუბრა: საბა შეიძლება თურქეთში გადავიდეს

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „დინამოს“ მცველის საბა საზონოვის მომავალი გაურკვეველია. რუსული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა დაადასტურა, რომ მან შეიძლება ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს და ერთ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ საბას ტრანსფერით იტალიური „უდინეზეა“ დაინტერესებული, მაგრამ ბოლო საათებში თურქულ მედიაში „ბეშიქთაშის“ შესახებ ბევრს წერენ.

TRT Sport-ის ცნობით, „არწივების“ მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა საზონოვის შესახებ ინფორმაცია ვეტერანი ქართველი ფეხბურთელის, შოთა არველაძესთან კონსულტაციით მიიღო. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვს მოსკოვის „დინამოსთან“ კონტრაქტი 2024 წელს ეწურება, რაც მიმდინარე ზაფხულს ტრანსფერის შანსს ზრდის. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება.

0.117736