კალათბურთი

19:26 | 28.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილი: "მეორე ტაიმში სლოვენიამ გაგვტეხა"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრმა სანდრო მამუკელაშვილმა სლოვენიასთან მატჩის (67:88) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მეტოქემ საქართველოს ნაკრები გატეხა და ახლა ეს წაგება უნდა დაივიწყონ, რათა მომდევნო მატჩზე კონცენტრირდნენ.

„რთული მატჩი იყო. მესამე პერიოდამდე ვიბრძოდით, თუმცა შემდეგ გაგვტეხეს, სამქულიანებს იოლად გვიგდებდნენ. სლოვენია კარგი გუნდია, შესანიშნავი ლიდერით. ვამაყობ ჩემი თანაგუნდელებით და მათი ბრძოლისუნარიანობით. ამ თამაშს დავივიწყებთ და ვენესუელასთან მატჩზე ვკონცენტრირდებით.

ლუკა დონჩიჩი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მის წინააღმდეგ თამაში დიდი გამოწვევაა. ჩემთვის დიდი პატივია ამ ტურნირზე თამაში, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში თამაში ზოგადად, ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს. ჩემი ხალხისთვის ვთამაშობ. თუ საჭირო იქნება დონჩიჩის წინააღმდეგ ინდივიდუალურად ყოველთვის ვითამაშებ, დავამტკიცებ, რომ მეც დიდებული მოთამაშე ვარ. თუმცა, დღეს ფაქტია, რომ მან გვაჯობა“, - თქვა მამუკელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე ვენესუელასთან გამართავს.

0.130164