იტალიურმა მედიამ მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი თამაში დადებითად შეაფასა. ქართველმა ფეხბურთელმა „სასუოლოსთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:0) საგოლე პასი გააკეთა, რითაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა.
Tuttomercatoweb – 7 ქულა: „შედის და მაშინვე ანათებს „სტადიო მარადონას“ ლამაზი პასით დი ლორენცოზე. სუფთა კლასი“.
Calciomercato.com – 6.5 ქულა: „გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ყველას დაუყოვნებლივ ახსენებს თავის თვისებებს დი ლორენცოზე უნაკლო პასით. ხარისხიანი თამაში“.
Siamoilnapoli – 7 ქულა: „შედის და „მარადონაზე“ ახალი შუქი ინთება. რამდენჯერმე ძალიან კარგად იმოქმედა და შესანიშნავი პასი გაუკეთა დი ლორენცოს. კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ხვიჩა!“
Tuttonapoli – 7 ქულა: „რამდენიმე წუთი და სერია A-ს ახსენებს, ვინ არის ხელმძღვანელი: ბრწყინვალე გადაცემა დი ლორენცოს“.
Eurosport – 7 ქულა: „სათადარიგო სკამიდან ერთვება და მაშინვე იდეალურ პასს უკეთებს დი ლორენცოს მეორე გოლისთვის. ასე უკეთესია“.
შეგახსენებთ, „ნაპოლის“ 6 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 2 სექტემბერს, „ლაციოს“ დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ შედეგიანი მოქმედებით თავი 19 მარტის შემდეგ პირველად გამოიჩინა, ხოლო მიმდინარე სეზონში პირველი თამაში ჩაატარა.