ფეხბურთი

20:46 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

რამდენიმე გუნდი ინტერესდება: "მეცი" მიქაუტაძის შენარჩუნებას იჯარით მაინც ცდილობს

„მეცში“ გიორგი მიქაუტაძის მომავალი ისევ გაურკვეველია, მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ოთხი რჩება.

გიორგით ბევრი გუნდი ინტერესდება, ბოლო დღეებში ყველაზე მეტად „ლიონს“, „რენს“, „მარსელს“, „აიაქსს“ და „აინტრახტს“ უკავშირებენ. თუმცა, ფრანგული კლუბი ცდილობს გიორგის შენარჩუნებას, თუნდაც იჯარით. ეს ინფორმაცია „კლერმონთან“ მატჩის მერე კლუბის სპორტულმა დირექტორმა პიერ დრეოსიმ დაადასტურა.

„დიახ, არსებობს ეს ვარიანტი. რამდენიმე გუნდთან გვაქვს კონტაქტი, განვიხილავთ შეთავაზებებს, ყველაფერი შესაძლებელია და ეს შეიძლება მოხდეს. თუმცა, თუ დაგვტოვებს, ვერ შევცვლით ფეხბურთელს, რომელსაც ამდენი გოლის გატანა შეუძლია, მაგრამ რიცხობრივად ვეცდებით, ახალი თავდამსხმელის პოვნას“, - თქვა დრეოსიმ.

გიორგის შენარჩუნების იმედი აქვს მთავარ მწვრთნელ ლაშლო ბოლონის: „მაინც ვიმედოვნებ, რომ არსებობს ჭკვიანური გადაწყვეტილებები, რათა სხვადასხვა მხარემ იპოვოს გზა“.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში სამ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123365