ფეხბურთი

20:14 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რობერტო მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრების მწვრთნელია

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ საუდის არაბეთის ნაკრები ჩაიბარა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ორშაბათს არაბები იტალიელ მწვრთნელს წარადგენენ. მანჩინი საუდის არაბეთის ნაკრები 2027 წლის ბოლომდე ჩაიბარა. რობერტოს წლიურ გასამრჯელო არაბეთში 25 მილიონი ევრო იქნება.

მოგეხსენებათ, რობერტო მანჩინიმ დაახლოებით 10 დღის წინ იტალიის ნაკრები თავისი ნებით დატოვა. მას კარიერის განმავლობაში „ფიორენტინაში“, „ლაციოში“, „ინტერში“, „მანჩესტერ სიტიში“, „გალათასარაისა“ და „ზენიტში“ აქვს ნამუშევარი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.123691