ფეხბურთი

19:00 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გამარჯვების გოლი ლიგა 1-ში და შესაძლოა, "მეცში" ბოლო თამაში

„მეცმა“ საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება გიორგი მიქაუტაძის გოლით მოიპოვა.

მესამე ტურში ლაშლო ბოლინის გუნდმა გასვლაზე „კლერმონი“ 1:0 დაამარცხა. 69-ე წუთზე გიორგიმ ისარგებლა მეტოქის, ფლორენ ოჟიეს უხეში შეცდომით, რომელსაც ფეხი დაუცდა და ქართველი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მას კი აჯობა და გამარჯვების გოლი მიითვალა.

მიქაუტაძეს გატანა მანამდეც შეეძლო, 39-ე წუთზე, როდესაც ორი მცველი მოატყუა, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმა ფეხით მოიგერია. მიმდინარე სეზონში მას სამ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს აქტივში.

ჯერ კიდევ უცნობია, დარჩება თუ არა, ქართველი „მეცში“. როგორც ფრანგული მედია წერს, გადაწყვეტილება ორშაბათს უნდა მიიღონ, არჩევანი საკმაოდ აქვს: „ლიონი“, „რენი“, „აიაქსი“ ან „მეცში“ დარჩენა. უფრო დიდი შანსია, რომ მან დღეს ბოლოჯერ ითამაშა „მეცში“, ვიდრე ის, რომ გუნდში დარჩეს. 31 აგვისტოს სატრანსფერო ფანჯარა იხურება, დროც ცოტაა - მხოლოდ 4 დღე.

„მეცი“ 4 ქულით მე-11 ადგილზეა, 3 სექტემბერს კი, „რეიმსს“ უმასპინძლებს. თუმცა, შეიძლება იმ დროისთვის მიქაუტაძის გარეშე იყოს დარჩენილი.

0.112465