ფეხბურთი

10:48 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის სადებიუტო გოლი MLS-ში (+VIDEO)

ლიონელ მესიმ „ინტერ მაიამიში“ გოლები ამერიკის ლიგის სათასო მატჩებში გაიტანა, მოედანი უგოლოდ კი არც MLS-ში სადებიუტო მატჩში დატოვა.

არგენტინელმა „ნიუ იორკ რედ ბულის“ დამწუხრება მოახერხა, რომელსაც გოლი 89-ე წუთზე გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ლეო თამაშში მხოლოდ მე-60 წუთიდან ჩაერთო. ეს მისი პირველი გოლია MLS-ში, „ინტერ მაიამიში“ კი - მე-11 (მეცხრე მატჩში).

„ინტერ მაიამის“ MLS-ში აქამდე 11-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა. მესის გუნდს ახლა 21 ქულა აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოსწინა, მე-14 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 31 აგვისტოს, „ნეშვილს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126111