ფეხბურთი

12:05 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ბონუჩი შესაძლოა თავის ყოფილ გუნდში დაბრუნდეს

ლეონარდო ბონუჩის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ერთადერთი, რაც ცნობილია, ისაა, რომ „იუვენტუსი“ მან უნდა დატოვოს, თორემ მთელ სეზონს შემადგენლობის მიღმა გაატარებს.

ვეტერან მცველს „უნიონ ბერლინსა“ და „ლაციოს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ახლა საქმეში „ჯენოაც“ ჩაერთო, რომელსაც ლეონარდოს ყოფილი თანაგუნდელი იტალიის ნაკრებიდან, ალბერტო ჯილარდინო ავარჯიშებს.

Sky Sport-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი შედგა და არ არის გამორიცხული 36 წლის ფეხბურთელი გენუაში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ბონუჩი „ჯენოას“ საკუთრებში ჯერ კიდევ 2009 წელს იყო, თუმცა, ლიგურიელთა რიგებში მას ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია.

ლეონარდო ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წელს გადავიდა და მას შემდეგ 502 მატჩში 37 გოლი გაიტანა. ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის „იუვეს“ ისტორიაში მეექვსე პოზიციაზეა. ბონუჩის ასევე უთამაშია „ტრევიზოში“, „ინტერში“, „ბარისა“ და „მილანში“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115831