ფეხბურთი

1:00 | 27.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

უდანაკარგო "მილანი" და "ვერონა" სერია A-ში

იტალიის სერია A-ს „მილანი“ და „ვერონა“ ლიდერობენ. „როსონერი“ ცხადია ფავორიტთა შორისაა და კარგი სტარტი მოსალოდნელიც იყო, „ვერონას“ უდანაკარგო დასაწყისი კი ნამდვილად სენსაციაა.

„მილანმა“ უშანსოდ აჯობა „ტორინოს“ – 4:1. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, რომელმაც ორივე გოლი პენალტით გაიტანა. როგორც პირველ ტურში, ახლაც გამოიჩინა თავი კრისტიან პულიშიჩმა. ამერიკელს მილანური კარიერის დიდებული სტარტი აქვს. ერთი ბურთიც ტეო ერნანდესმა მიითვალა, თანაც ძალიან მაგარი. მოკლედ, „მილანმა“ ომახიანად დაიწყო და სკუდეტოს მოგებაზე პრეტენზია ექნება.

„ვერონამ“ კი „რომას“ აჯობა - 2:1. მასპინძლებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს ორბურთიანი უპირატესობა და მეორე ნახევარში „ჯალოროსის“ ერთი გოლი საკმარისი არ გამოდგა. „ვერონას“ თუ 6 ქულა აქვს და ლიდერია, „რომას“ სტარტი კატასტროფულია - ერთადერთი ქულა ორ ტურში. ჟოზე მოურინიოს სიტუაციის სწრაფად გამოსწორება მართებს, სანამ გვიანი არ იქნება.

0.132564