ფეხბურთი

23:55 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

პავარს „ინტერში“ წასვლა სურს, მაგრამ...

„ბაიერნის“ მცველი, ბენჟამინ პავარი, ბოლო დღეებში გუნდის მთავარ ჯგუფთან ერთად არ ვარჯიშობს - გვამცნობს Bild-ის ჟურნალისტი, ნიკო ლინერი.

დღეს ფეხბურთელმა „აუგსბურგთან“ მატჩისთვის მოსამზადებელი ვარჯიში გამოტოვა. იგივე მოხდა პარასკევს. Football Italia წერს, რომ ფრანგი ბოლო 4 დღის განმავლობაში ვარჯიშებს სამჯერ არ დაესწრო.

ოფიციალურად 27 წლის პავარი ზურგის პრობლემებს უჩივის. თუმცა ვარჯიშების გამოტოვების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ ჯერ მისი „ინტერში“ გაშვება არ უნდათ.

„რეკორდმაისტერის“ მთავარი მწვრთნელი, თომას ტუხელი, მცველის კლუბში დასარჩენად დარწმუნებას ცდილობს.

პავარი „ბაიერნში“ 2019 წლიდან თამაშობს. კლუბთან მისი მოქმედი კონტრაქტი 2024 წლამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111892