იტალიის სერია A-ს მეორე ტურში „ფროზინონემ“ ბერგამოს „ატალანტა“ დაამარცხა და ელიტარულ ლიგაში მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო.
ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა საწყის 24 წუთში შეძლო ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება აბდუ ჰარუისა და ილარიო მონტერიზის გოლებით. მეორე ნახევარში ბერგამოელებმა დუვან საპატას გოლით სხვაობა შეამცირეს, მაგრამ მეტი ვერაფერი მაოხერხეს.
ამრიგად, „ფროზინონემ“ „ნაპოლისთან“ მარცხის მერე ამჯერად 3 ქულა მოიპოვა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დი ფრანჩესკოს გუნდს ორივე ტურში ძლიერი მეტოქე ჰყავდა, 3 ქულა ურიგო შედეგი სულაც არ არის. პირველი ტურისგან განსხვავებით, ამჯერად არ უთამაშია გიორგი კვერნაძეს, რომელიც სათადარიგო სკამზე დარჩა.
„ფროზინონე“ მომდევნო ტურში 2 სექტემბერს, „უდინეზეს“ სტუმრად დაუპირისპირდება.