რაგბი

22:20 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

შოტლანდია 45 წუთი ნულზე: საქართველოს ნაკრების მარცხი მარიფილდზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მსოფლიოს თასამდე ბოლო ამხანაგური მატჩი ჩაატარა და „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებთან დამარცხდა.

„ბორჯღალოსნებმა“ ტაიმზე მეტი ხანი მასპინძლები უქულოდ დატოვეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც გატყდნენ. პირველ ტაიმში ლუკა მატკავამ ორი ჯარიმა გაიტანა, რითაც საქართველო 6:0 დაწინაურდა და ტაიმიც მოიგო. ეს ანგარიში 46-ე წუთამდე შენარჩუნდა.

შემდეგ კი, სქოთებმა ხელშესახები უპირატესობა მოიპოვეს, საქართველოს ნაკრების დაცვაში მოახერხეს სივრცეების პოვნა და 5 ლელო მიითვალეს, რის შედეგადაც საბოლოოდ, 33:6 იმარჯვეს.

ამრიგად, საქართველოსა და შოტლანდიის მეექვსე დაპირისპირებაც მეტოქის გამარჯვებით დასრულდა. ასევე შეწყდა "ბორჯღალოსნების" 9-მატჩიანი მოგებების სერიაც.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა: 2 ტესტ-მატჩი მოიგო, ერთხელ კი მარცხი განიცადა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე ავსტრალიას (9 სექტემბერი), პორტუგალიას (23 სექტემბერი), ფიჯის (30 სექტემბერი) და უელსს (7 ოქტომბერი) დაუპირისპირდება.

შოტლანდია - საქართველო 33:6 (0:6)

ქულები: 0:3 მატკავა (12), 0:6 მატკავა (21), 5:6 ვან დერ მერვე (46), 7:6 რასელი (48), 12:6 დარჯი (51), 14:6 რასელი (52), 19:6 დემპსი (59), 21:6 ჰილი (60), 26:6 სტეინი (70), 28:6 ჰილი (70), 33:6 ვან დერ მერვე (78)

0.155829