23:24 | 26.08.2023 | ნანახია [] - ჯერ

აშშ-ში ქალთა ფეხბურთის მატჩი უფრო პოპულარული გამოდგა, ვიდრე ლიგის თასის ფინალი მესისთან ერთად

აშშ-ში 14-20 აგვისტოს განმავლობაში კვირის ყველაზე ყურებადი საფეხბურთო მატჩების ჩამონათვალი გაცხადდა - გვამცნობს Livesoccertv.

ყველაზე პოპულარული თამაში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამოდგა ესპანეთისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. თამაშს 1 813 000 მაყურებელი უცქერდა. ესპანელებმა 1:0 მოიგეს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.

მეორე ადგილზე ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასის ფინალი იყო. ერთმანეთს „ნეშვილი“ და „ინტერ მაიამი“ შეხვდნენ, რომელშიც არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი თამაშობს. მატჩს 1 453 000 ადამიანმა უყურა. „მაიამიმ“ პენალტების სერიაში გაიმარჯვა.

მესამე გახლდათ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებისთვის მატჩი, რომელშიც შვედეთმა ავსტრალია (2:0) დაამარცხა. თამაშს 1 058 000 მაყურებელი ჰყავდა.

0.833879