UFC-ში გიგა ჭიკაძემ თითქმის 18-თვიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა და დაბრუნება გამარჯვებით მოახერხა.
ქართველი მებრძოლი ალექს კასერესს შეხვდა, რომელსაც შანსი არ მისცა და სამივე რაუნდში აჯობა - 30:27, 30:27, 30:27.
ეს ჭიკაძის მერვე გამარჯვებაა UFC-ში, ზოგადად კი მე-18 ბრძოლიდან მე-15 დაასრულა გამარჯვებით. ქართველი ამჟამად ქვემსუბუქი წონის კატეგორიის რეიტინგში მეცხრე ადგილზეა.